“ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას ბოიკოტს უცხადებს და მათ მოსმენაზე უარს ამბობს

პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენის გრაფიკი შეცვალა. კერძოდ, 6 სექტემბრის დღის წესრიგი ჩაიშალა, რადგანაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთავრობის წევრობის კანდიდატების მოსმენაზე უარი განაცხადა.

საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების  გაწერილი გრაფიკით, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობაა“  მინისტრობის კანდიდატებისთვის 10-დან 13.00 საათამდე უნდა მოესმინა.

ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მათთვის წარმოდგენილი გუნდის მოსმენა უინტერესო და დროის კარგვაა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის წევრებს დღეს პარლამენტის გაერთიანებულ კომიტეტებში უსმენდნენ.

მსგავსი თემები