ირანელი ტურისტების სიმცირემ, ბიზნეს სექტორს დიდი ფინანსური ზიანი მიაყენა

  •  

„ირანელი ტურისტები თითქმის აღარ ჩამოდიან საქართველოში. გასულ წელს, გადავწყვიტეთ, რომ საზღვრიდან გაგვეყარა ტურისტები  და ამას  ირანელი ტურისტების კლება მოჰყვა“, –  აღნიშნული განცხადება “სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის” დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა.

შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, ირანელი ტურისტების სიმცირემ, დიდი ფინანსური ზიანი მიაყენა ბიზნეს სექტორს.

მისი თქმით, ზაფხულის სეზონზე თითქმის 30-35%-იანი კლებაა ტურისტების რაოდენობის, რაც ირანელი და რუსი ტურისტების სიმცირის ბრალია: „რუსეთის გარდა, მეტი ტურისტი შემცირდა ირანიდან. ყველაზე დიდხანს, თბილისში, ირანელი ტურისტები რჩებოდნენ და თბილისიდან აკეთებდნენ გასვლებს. ძალიან დიდი ნეგატივი გვაქვს აღნიშნული მიმართულებით. არაბეთიდან კი  ტურისტების რაოდენობამ მოიმატა, თუმცა, ის დანაკლისი, რომელიც ირანიდან მივიღეთ თითქმის ვერაფერმა  შეავსო“.

კითხვაზე, რა გახდა ირანიდან ტურისტების შემცირების მიზეზი, შალვა ალავერდაშვილმა განმარტა, რომ მთავარი მიზეზი საზღვრებზე, მათ მიმართ არაადეკვატური დამოკიდებულება გახდა.

„ირანელი ტურისტები თითქმის აღარ ჩამოდიან საქართველოში ტურისტებად. ჩამოდიან ის ადამიანები ირანიდან, რომელთაც ბინები აქვთ და აქ ცხოვრობენ, საქმიანობას ეწევიან. ამას რუსეთიდან ტურისტებიც შემცირებაც დაემატა, რითაც, სასტუმროების სექტორმა  საკმაოდ დიდი დარტყმა მიიღო. წელს, ზაფხულის სეზონზე, ტურისტების კლება 30/35%-ია“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები