ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის სავარაუდო თანამზრახველები დააკავეს

  •  

ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის სავარაუდო თანამზრახველები დააკავეს. დაკავებულები ხანგოშვილს ახლოს იცნობდნენ, ერთ-ერთი მათგანი მეგობარი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო თანამზრახველები მსხვერპლს უთვალთვალებდნენ და დანაშაულის მომზადებაში მონაწილეობდნენ.

არსებული ინფორმაციით, ხანგოშვილის მკვლელი გერმანიაში ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტით შევიდა, მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მონაცემთა ბაზაში ასეთი პიროვნება არ არის შეყვანილი. სავარაუდო მკვლელი, რომელიც ბერლინის წინასწარი პატიმრობის საკანშია მოთავსებული, ჩვენებას არ იძლევა.

საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. მისი სავარაუდო მკვლელი, 49 წლის რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. გერმანული მედია წერს, რომ გამოძიება შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.

მსგავსი თემები