საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფები შესაძლოა, ყველა კლინიკისთვის თანაბარი გახდეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფები შესაძლოა, ყველა კლინიკისთვის თანაბარი გახდეს.

მარიამ ჯაშის განმარტებით, პაციენტების ჯიბიდან გადასახადის მაჩვენებელი 20-22 პროცენტს აღემატება, კერძო სექტორის მოგება კი, 35 პროცენტს აჭარბებს. აქედან გამომდინარე, ჯაშის თქმით, აღნიშნული მონაცემები ნათლად აჩვენებს სისტემური ცვლილებების საჭიროებას.

„სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, შეიცვალოს დაფინანსების მექანიზმი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდეს შესყიდვა ტარიფიკაციის პრინციპით, რაც ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გათანაბრებას ყველა კლინიკისთვის“, – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძის ცნობით, მომდევნო წლებში სახელმწიფო გადავა ჰოსპიტალური სექტორის აქტიური მართვის ფაზაში, რაც მოკლე ვადაში თანაბრად კონკურენტუნარიანს გახდის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებს, ეს კი, შედეგად მოიტანს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაას და სახელმწიფო ხარჯების მიზნობრივ და გარანტირებულ ხარჯვას.

მსგავსი თემები