6 000-ზე მეტი პედაგოგი, ნებაყოფლობით პენსიაზე გავიდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით,  ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა საპენსიო ასაკის 6 ათასამდე პედაგოგმა გადაწყვიტა.

მისივე თქმით, მასწავლებლებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით) და ორი წლის განმავლობაში მიიღებენ საპატიო ჯილდოს ანაზღაურების სახით. 

“პირველი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დავიწყეთ, ეს არის საპენსიო ასაკისთვის განკუთვნილი ეროვნული ჯილდო, ორი წლის ანაზღაურება. ის პედაგოგები, რომლებმაც გადაწყვიტეს, ამდენი წლის შრომის შემდეგ დამსახურებულად და რაც მთავარია, ნებაყოფლობით დატოვონ სისტემა, სახელმწიფო უზრუნველყოფს, ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ. ძალიან მოხარული ვართ, რადგან შეგვიძლია ვთქვათ, რომ 6 000-ზე მეტი პედაგოგი დარეგისტრირდა, რომელმაც საკუთარი სურვილით გააკეთა განაცხადი სისტემიდან გასვლაზე და რეალურად, ეს ის ციფრია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, დამატებით ეტაპებზე ვიზრუნოთ ახალ კადრებზეც“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მსგავსი თემები