“ან გახარიამ გადაასწრო ჭკუით , ან სხვები ჩამორჩნენ ჭკუით და გახარია გახდა ლიდერი”- დავით ჭიჭინაძე

„როდესაც ბახტაძის წარდგენა ხდებოდა, ასე გვითხრეს, ეს ყველაზე ჭკვიანია თქვენს შორისო. ახლა კი, როგორც ჩანს,  ან გახარიამ გადაასწრო ჭკუით , ან სხვები ჩამორჩნენ ჭკუით კიდე უფრო და გახარია გახდა ლიდერი,“- ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე  გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის საკითხს.

დავით ჭიჭინაძის თქმით, ახალი  მთავრობა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიცვალა, ამიტომ, მათ მხარს არ დაუჭერს.

„რეალობა კი ასეთია:  ეკონომიკის მინისტრობის დროს, გახრია  არ გამოირჩეოდა ინიციატივებით. მის პერიოდში არც ეკონომიკური ცვლილება არ მომხარა, არც არანაირი კანონის ინიცირება.  შს მინისტრობის დროს კი,  თავი დაგვამახსოვრა როგორც უიღბლო მინისტრმა და საკმაოდ ბევრი პრობლემა შეუქმნა ქვეყანას. მთავრობასაც ეტყობა, რომ  საარჩევნო მთავრობაა – ძალოვანი მინისტრების დომინაციით.  ასე რომ, მე მათ მხარს ვერ დავუჭერ, რადგან არამგონია ამ ყველაფერმა რაიმე სიკეთე მოუტანოს ქვეყანას,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები