ლევან გოგიჩაიშვილი გიორგი გახარიას დამოუკიდებელ დეპუტატებთან შეხედრას სთავაზობს

დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას დამოუკიდებელ დეპუტატებთან ცალკე შეხვედრას სთავაზობს. თუ უმრავლესობა ამას არ დათანხმდა, მაშინ ისინი გაურბიან კრიტიკულ კითხვებს.

„ვთავაზობ საპარლამენტო უმრავლესობას, თუ მათ აქვთ გამბედაობა და შეუძლიათ, ყველა კითხვას პასუხი გასცენ, დამოუკიდებელ დეპუტატებს შეხვდეს პრემიერობის კანდიდატი ფრაქციის ფორმატის პრინციპით, სადაც ჩვენ გვექნება საშუალება, შევხვდეთ რამდენიმე საათის განმავლობაში გიორგი გახარიას. ვფიქრობ, მას ჰქონდა პრობლემები 20 ივნისამდეც, რადგან ბევრი შეცდომა დაუშვა. თუ აქვს უმრავლესობას გამბედაობა, ჩვენ ვთავაზობთ, დამოუკიდებელ დეპუტატებს შეგხვდეს მათი ფალავანი.

მთელი პროცესი, რაც იქნება საპარლამენტო მოსმენის დროს, იქნება ტაშის გრიალი, ამხანაგური შეხვედრა, რომლებიც ვერ გამოდიან კომუნისტური რეჟიმიდან“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი თემები