59 ოჯახს, 1 ლარად საცხოვრებელი ფართები გადაეცათ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საცხოვრებელი ფართები, ერთ ლარად საკუთრებაში, 59 ოჯახს გადაეცა. 

მისი თქმით, საცხოვრებელი ფართები სოფელ ოქროყანაში მცხოვრებ 30 ოჯახს, მუხიანის დასახლების პირველ მიკრორაიონში მცხოვრებ 23 ოჯახს,  დიდ დიღომში, გლდანში, ვარკეთილის მესამე მასივში, მოსკოვის გამზირზე, ყვარლის ქუჩაზე და ევგენი ღვალაძის ქუჩაზე მცხოვრებ ექვს ოჯახს გადაეცა.

„იმ ადამიანებისთვის, ვინც წლების განმავლობაში ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდა, ბინების გადაცემის პროცესი გრძელდება. უკვე ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ, რაც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. დღეს,  სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად საცხოვრებელი ფართები 59 ოჯახს გადაეცემა. მინდა, მივულოცო ამ ოჯახებს. რა თქმა უნდა, პროექტი გრძელდება, რადგან მსგავსი ოჯახები ძალიან ბევრია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

მსგავსი თემები