„გიორგი გახარია, დღეს, სერიოზულად დაჭრილია“ – დავით უსუფაშვილი

„შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, გიორგი გახარიას გასაპრემიერებლად, სწორი დრო შეარჩიეს.

კითხვაზე რატომ არ დანიშნეს ის პრემიერად მაშინ, როცა მამუკა ბახტაძეს ნიშნავდნენ, უსუფაშვილი ამბობს, რომ მაშინ ის საკმაოდ ძლიერი იყო, დღეს კი სერიოზულად დაჭრილია.

„გიორგი გახარია წელიწად ნახევრის წინ, გაცილებით ძლიერი ფიგურა იქნებოდა, პერსონალური ავტორიტეტისა და ძალის მქონდე, ვიდრე დღევანდელი გახარია, რომელიც სერიოზულად დაჭრილია, სერიოზული პრობლემა აქვს კისერზე ჩამოკიდებული და შესაბამისად, მას ინდივიდუალური მოძრაობის საშუალება არ აქვს. ივანიშვილისთვის წელიწად ნახევრის წინ გახარია იყო საჭირო კაცი, მაგრამ, თან, საფრთხის შემცველი და დღევანდელი გახარია მისთვის ისევ არის საჭირო კაცი და ამასობაში აღარ არის სახიფათო ადამიანი. იმიტომ, რომ მას დამოუკიდებელი მოქმედებების პილიტიკური რესურსი ამ პრობლემების გამო აღარ აქვს,“ – ასე გამოეხმაურა, „შენების მოძრაობის“ ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის ინიციატივას.

მისი შეფასებით, სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, თუ რატომ დანიშნა მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას ნაცვლად.

მსგავსი თემები