“ცივი ომის მთავრობა” – დავით უსუფაშვილი მინისტრთა კაბინეტზე

“ეს სხვა არაფერია, თუ არა, საარჩევნოდ, „ცივი ომის მთავრობა“ – ასე აფასებს „შენების მოძრაობის“ ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სამთავრობო ცვლილებებს.

როგორც უსუფაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ძალოვანი უწყებები აქტიურად იქნებიან ჩართულები.

“აქცენტი კეთდება ძალაუფლების ინსტრუმენტებზე. თუ ხელისუფლება ამ მიმართულებით გამაგრდება, მაშინ, თვლის, რომ მას ვერავინ ვერაფერს დააკლებს.​ სამთავრობო ცვლილებები, სხვა არაფერია თუ არა ივანიშვილის მიერ საარჩევნოდ, “ცივი ომის მთავრობის“ შექმნა. ეს არის მთავრობა, რომელიც იმუშავებს მთლიანად ერთი პოლიტიკური ძალის წარმატებისთვის. იმიტომ ვეძახი ამ მთავრობას საარჩევნო ომის მთავრობას. გახარიას შერჩევით, ბიძინა ივანიშვილმა გადადგა ძალიან მკაფიო ნაბიჯი. მან ღიად გვითხრა, რომ „ქართული ოცნება“ პოზიტიური მიღწევებით ვეღარ გააკვირვებს ქართულ მოსახლეობას. ამიტომ, ერთადერთი ამოცანაა პოლიტიკური პროცესების სუპერ რადიკალიზაცია და სუპერ პოლარიზაცია. ანუ, ისეთი ტიპის ფიგურის შერჩევა პრემიერ მინისტრად, რომელიც მათი მხარდამჭერების კრისტალიზაციას მოახერხებს, ხოლო ყველა დანარჩენი ოპონენტი მორე პოლუსთან უნდა მიიდევნოს,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები