ზაქარია ქუცნაშვილს, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთხმად, 96 მომხრე ხმით მიიღეს.

ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატზე უარი 20 ივნისს, პარლამენტის სასახლის წინ განვითარებული მოვლენების შემდეგ თქვა, რადგან ის საქართველოში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის სხდომის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი იყო.

მსგავსი თემები