“გახარია არის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ხედვა და ყოველთვის მკაფიოა თავის ქმედებებში”- სოფიო ქაცარავა

“გიორგი გახარია არის ის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ხედვა, არის ყოველთვის კონკრეტული და მკაფიო თავის ქმედებებში, იღებს პასუხისმგებლობებსა და გადაწყვეტილებებს, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია ყველა პოზიციასა და თანამდებობაზე,” – აღნიშნული განცხადება, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ გააკეთა. 

მისი თქმით, გიორგი გახარიამ საზოგადოებას უნდა დაანახოს მკაფიო ხედვა საქართველოს  მომავალზე.

“დღევანდელ მოცემულობაში, გახარია მესახება იმ კანდიდატად, რომელიც გასცემს პასუხებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებსაც და პრობლემებსაც. ახალი პრემიერის უმთავრესი ამოცანაა უპასუხოს საზოგადოების დაკვეთას. ეს დაკვეთაა დაანახოს საზოგადოებას მკაფიო ხედვა ამ ქვეყნის მომავალზე და გააძლიეროს ჩვენს საზოგადოებასთან ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ ამას გახარია შეძლებს. ამის თქმის უფლებას მაძლევს მისი განვლილი კარიერა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება საქმის მიმართ,”- განაცხადა სოფიო ქაცარავამ. 

მსგავსი თემები