„მადლობით გავუშვით თანამდებობიდან, საკუთარი სურვილით“ – ბიძინა ივანიშვილი მამუკა ბახტაძეს კულტურული წასვლისთვის მადლობას უხდის 

  •  

„მამუკა ბახტაძემ ადგილი დაუთმო ახალს და განვითარებას მისცა ადგილი. მადლობა გადავუხადეთ მას კულტურული წასვლისთვის“ – აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას წარდგენისას განაცხადა.

„პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გადადგა თანამდებობიდან. კვირას ჩვენ შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან, სადაც უკვე შევათანხმეთ ეს საკითხი, მადლობა გადაუხადა მთელმა გუნდმა და დღეს, მეც შემიძლია გავიმეორო, რომ მადლობით გავუშვით თანამდებობიდან, საკუთარი სურვილით მამუკა ბახტაძე. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს მოხდა ძალიან კულტურული ფორმით და კარგია, თუ ეს კულტურა დარჩება არა მარტო ჩვენს პარტიაში, არამედ საქართველოში. კაცი მოვიდა იდეებით, იყო მთავრობის მეთაური, მან მოახერხა თავისი იდეების გუნდათან შეთანხმება, რეალიზებაში მოიყვანა დიდი ნაწილი და დანარჩენზე პროცესები ჩართო და დაიწყო. ჩათვალა, რომ მან თავისი სიტყვა თქვა, გზა დაუთმო ახალს და განვითარებას მისცა ადგილი. მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს მისი მოღვაწეობისთვის, როგორც ფინანსთა მინისტრის რანგში, ისე პრემიერ-მინისტრის რანგში და ასე კულტურული წასვლისთვისაც თანამდებობიდან“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მადლობა თანამდებობიდან კულტურული წასვლისთვისაც გადაუხადა.  

მსგავსი თემები

One Thought to “„მადლობით გავუშვით თანამდებობიდან, საკუთარი სურვილით“ – ბიძინა ივანიშვილი მამუკა ბახტაძეს კულტურული წასვლისთვის მადლობას უხდის ”

  1. also you can find most fake presidential rolex you want.