პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია იქნება, მთავრობაში 3 მინისტრი იცვლება

ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის კანდიდატად შ მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. ახალი პრემიერი კი მთავრობაში რამდენიმე ცვლილებას გეგმავს.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ის დღესვე მივა პარლამენტში, სადაც მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და პროგრამას წარადგენს.

გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში შინაგან  საქმეთა მინისტრი სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური იქნება, თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი კი თავდაცვის მოქმედი მინისტრი ლევან იზორია.

მსგავსი თემები