დღეს ზაქარია ქუცნაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე წარადგენენ დადგენილების პროექტს, ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

უფლებამოსილების შეწყვეტას 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატზე უარი 20 ივნისს, პარლამენტის სასახლის წინ განვითარებული მოვლენების შემდეგ თქვა, რადგან ის იყო ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოში მართმადიდებლობისსაერთაშორისო ასამბლეის სხდომის ჩატარების.

მსგავსი თემები