“ახალი პრემიერის შერჩევის გარდა, “ქართული ოცნების” ყოფნა-არყოფნას ათანხმებს დღეს ივანიშვილთან დაახლოებული პირი აშშ-ში” – ჭიჭინაძე

“მარტო ახალი პრემიერის შერჩევის საკითხს კი არა, „ქართული ოცნების“ ყოფნა-არყოფნას ათანხმებს დღეს, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, გავლენიანი პირი ამერიკის შეერთებულ შტატებში”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ,,ქართულ ოცნებას” აღარ აქვს ხალხის ნდობა, რაც 2012 წელს ჰქონდა.

„ქართულ ოცნებას“ აღარც ის ძალა აქვს, აღარც ლეგიტიმაცია და არც ხალხის ის ნდობა, რომელიც 2012 წელს ჰქონდა.
მითუმეტეს, როდესაც გეუბნებიან, რომ რუსეთი არაა შენი მეგობარი და შენ მაინც რუსეთის წარმომადგენელი გინდა პრემიერად დანიშნო. ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ გახარიას სხვა, რუსული კუდი მოჰყვება და ეს სულ ცოტა ერთი წელი მაინც შეგვიქმნის სერიოზულ პრობლემებს. მოკლედ, როგორც ჩანს აშშ-დან არაა დადებითი სიგნალი მის დანიშვნაზე, თორემ შიგნით ივანიშვილს ვერავინ ვერ დაუპირისპირდებოდა.

რაც შეეხება ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში სავარაუდო დაბრუნებას, ყველას ასევე კარგად გვახსოვს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებების ერთ-ერთი ავტორი, მაშინ კახი კალაძე იყო. სწორედ მან მიიტანა კომპრომატები ჯანყარაშვილზე და მის გარემოცვაზე.  ანუ, თავის დროზე თუ კალაძემ დაამარცხა კომპრომატებით ღარიბაშვილი, ვფიქრობ, ახლა ღარიბაშვილი უფრო აქტიურად შეუტევს და უფრო მეტად სამართლიანი იქნება კალაძის მოქმედებებთან მიმართებაში, ვიდრე სხვა. მოკლედ, „ქართული ოცნება“ შიგნით ჭიდაობით, ინტრიგებითაა დაკავებული და ხალხს აბსოლუტურად მოწყდნენ და ესაა სამწუხარო რეალობა, “- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები