“მამუკა ბახტაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამთავრობო და ჩვენი პოლიტიკური პროგრამის განხორციელებაში”- არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძეს განცხადებით, მამუკა ბახტაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამთავრობო და პოლიტიკური პროგრამების განხორციელებაში. 

არჩილ თალაკვაძის თქმით, ბახტაძის საქმიანობიდან გამოყოფდა განათლების, ეკონომიკისა და მწვანე ეკონომიკის სფეროებს.

„მამუკა ბახტაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამთავრობო პროგრამისა და ჩვენი პოლიტიკური პროგრამის განხორციელებაში. მე, ამისთვის მინდა, მას მადლობა გადავუხადო და ის მიმართულებები გამოვყო, რომელიც მის საქმიანობას უკავშირდება, სადაც განსაკუთრებული პროგრესია მიღწეული. ეს არის განათლების სფერო, განათლების დასახვა, როგორც პრიორიტეტის და მისთვის უპრეცენდენტოდ მაღალი დაფინანსების გამოყოფა. მეორე, ეს არის მწვანე ეკონომიკა და მწვანე ეკონომიკის ინიციატივა და მესამე – მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების საკითხს, უკავშირდება ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებას იმგვარად, რომ საქართველომ მომავალში თავისი მაკროეკონომიკური მდგომარეობა გააუმჯობესოს. ეს გამოიხატოს პარამეტრებში და ასევე საერთაშორისო რეიტინგები უკეთესი მიიღოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები