“მივესალმებოდი ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობას”- კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, შეესაბამება თუ არა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნას კახა კალაძე ეწინააღმდეგება პასუხობს.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ის, როგორც პარტიის გენერალური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის მომხრეა. თუმცა, მისივე განმარტებით, ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტში, ამას პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი გადაწყვეტს.

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე. არ ვიცი საიდან მოიტანეს და მოიგონეს ეს აბსურდი და სისულელე, მე ასე დავარქმევდი. ირაკლი არის ჩემი მეგობარი, წლების განმავლობაში ვმეგობრობთ. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, გუშინ საერთოდ არ ყოფილა საუბარი თუ ვინ იქნებოდა მინისტრობის კანდიდატები. საერთოდ, განხილულიც არ ყოფილა. ამიტომ მიკვირს, საიდან მოიტანეს ეს სისულელე. მინისტრების კანდიდატებს, თუ ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტში ამაზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს. მე თუ მეკითხებით როგორც გენერალურ მდივანს, მივესალმებოდი ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობას, მგონია, რომ ის იქნება ძალიან ძლიერი შინაგან საქმეთა მინისტრი. დანაჩენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გადასაწყვეტია“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები