“გახარიამ დიდი როლი ითამაშა საქართველოს უსაფრთხოებასა და გადარჩენაში” – გია გაჩეჩილაძე

  •  

საპარლამენტო ფრაქცია ”ქართული ოცნება-მწვანეების” თავმჯდომარის, გია გაჩეჩილაძისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას კანდიდატურა მისაღებია.

“გახარია მისაღებია, რადგან მან ძალიან სერიოზული როლი ითამაშა საქართველოს უსაფრთხოებასა და გადარჩენაში, როცა პარლამენტის აღების გეგმა არსებობდა”, – განაცხადა მან.

გაჩეჩილაძე აღნიშნულ მოვლენებს რუსული სპეცსამსახურების დაგეგმილ სცენარს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს სწორედ გიორგი გახარიას დამსახურებით ვერ განხორციელდა.

“რაც მოხდა 20-სა და 21-ში საქართველოს პარლამენტის წინ, ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. იყო მცდელობა პირველი სახელმწიფო უწყების ხელში აღებისა. წინასწარ იყო დაშვებული საშვები ვიღაც უცხო ხალხის შემოყვანისა. ეს იყო რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი სცენარი, რომელიც ჩაფლავდა. ამაში დიდი როლი ითამაშა გახარიამ”, – აცხადებს გაჩეჩილაძე.

მსგავსი თემები