“კატეგორიულად მოვითხოვთ უკანონო სამუშაოების შეწყვეტას” – დე ფაქტო ხელისუფლების მორიგი ულტიმატუმი

„სამხრეთ ოსეთის“ „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ ქართულ მხარეს მორიგ ულტიმატუმს უყენებს და პოლიციის საგუშაგოს მშენებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს. წინააღდეგ შემთხვევაში კი იმუქრება.

დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებით, ქართული მხარის ქმედებებმა, შესაძლოა,  მთლიანად რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

„სამხრეთ ოსეთი კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს ყველა შეიარაღებული ფორმირების დაუყოვნებლივ გაყვანას და უკანონო სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაციის განზრახ გამწვავების გამო, ყველა შესაძლო შედეგზე მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას და მის დასავლელ კურატორებს დაეკისრებათ“, – აცხადებენ დე ფაქტო „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ განცხადებაში.

მსგავსი თემები