“ნამდვილად იქნებიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ” – ჟორჟოლიანი მოსამართლეთა დამტკიცებაზე

„ჯეჯერობით, მოსამართლეთა 20 კაციან სიას არ ვიცნობ და მაშინ გავეცნობი, როცა პარლამენტში იქნება წარმოდგენილი. მაქვს მოლოდინი, რომ იქ ნამდვილად იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენგან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ, თუმცა, ის, რომ არც ერთმა კანდიდატმა დაიმსახუროს დეპუტატთა ნდობა, ასე არ იქნება“, – ამის შესახებ, პარლამენტის წევრმა გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში”, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კითხვაზე, რის მიხედვით გააკეთებთ ის არჩევანს, ჟორჟოლიანი პასუხობს, რომ პროფესიონალიზმის, საზოგადოებაში არსებული ავტორიტეტისა და მორალური პრინციპების მიხედვით.

“გააჩნია, რა ინფორმაციას მივიღებთ კანდიდატებზე, მათ მორალურ პრინციპებზე, პროფესიანალიზმზე, საზოგადოებაში არსებული ავტორიტეტის შესახებ. მაქვს მოლოდინი, რომ ბევრი ვერ მიიღებს მხარდაჭერას. სავალდებულო არ არის, ოცივე მოსამართლე დავამტკიცოთ, ეს არითმეტიკის საქმე არ არის”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები