წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცახდებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ემიჯნებიან. ამის შესახებ განცხადება, მერიის „ფეიბუქ“ გვერდზე ვრცელდება.
“ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელი! ჩვენ ვემიჯნებით ყველა იმ პოლიტიკურ გაერთიანებასა და კანდიდატს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს ე.წ. არჩევნებში, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენს მორიგ რუსულ სპეცოპერაციას საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დასავლური კურსის წინააღმდეგ.
საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისა და პოლიტპატიმრების მოთხოვნა, რომ ადგილობრივ ე.წ. არჩევნებს პარტიებმა გამოუცხადონ ბოიკოტი, მკაფიო პოლიტიკური დაკვეთაა და ამ გზავნილის იგნორირება საკუთარი ხალხის, ქვეყნის და იმ ადამიანების ღალატს ნიშნავს, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლაში საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს!
ამ ე.წ. არჩევნებში, ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების მიერ არჩევნებში მონაწილეობის მიღების ერთადერთი შედეგი იქნება უპირობო წაგება და საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაღრმავება. პარალელურად, მოხდება ოპოზიციური ძალების სრული დემორალიზება და დამარცხება და ყველაფერ ამის გამოსწორებას ათწლეულები დასჭირდება!”- ნათქვამია განცახდებაში.