საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ზაფხულის ტესტების პირველ შეხვედრას ირლანდიის წინააღმდეგ მართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 21:00 საათზე დაიწყო.
„ბორჯღალოსნები“ ირლანდიის ნაკრებს ისტორიაში ხუთჯერ დაუპირისპირდნენ და მათი დამარცხება ჯერ ვერ მოახერხეს.
პირველად ირლანდიელებს 1998 წელს შეხვდნენ – ეს 1999 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი იყო, რომელიც დუბლინში გაიმართა და მასპინძლებმა 70:0 მოიგეს.
2002 წელს კვლავ დუბლინში, ასევე მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე, ირლანდიამ 63:14 იმარჯვა.