„ლელო – ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭო ანა ნაცვლიშვილმაც დატოვა

ანა ნაცვლიშვილმა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭო დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

“მე ვერ გავიზიარებ ჩემი თანაგუნდელების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებზე და არ ვიქნები ამ გადაწყვეტილების შესრულებაში თანამონაწილე, შესაბამისად, დავტოვე „ლელოს“ პოლიტიკური საბჭო”-  წერს ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის გადაწყვეტილებას არ იზიარებს, მოსაზრებას, რომ „ლელო – ძლიერი საქართველოდან“ ვინმე „გაიყიდა“ კატეგროიულად არ ეთანხმება.

მსგავსი თემები