სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის პრეზიდენტის მიერ ე.წ. ზანგეზურის დერეფნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც უწყებაში აცხადებენ, „სომხეთი იყო და რჩება დაინტერესებული რეგიონული ურთიერთკავშირების გაფართოებით და ეკონომიკურ განვითარებით.
„ჩვენი მოსაზრებით, მათ შეუძლიათ, უზრუნველყონ ორმხრივად სასარგებლო შედეგები როგორც რეგიონის ქვეყნებისთვის, ისე პარტნიორებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კომუნიკაციების უფრო ფართო გეოგრაფიული ქსელის განვითარებით. როგორც ადრე, ისე ახლაც სომხეთის რესპუბლიკის ხედვა რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის შესახებ დაფუძნებულია სუვერენიტეტის, კომუნიკაციებზე ეროვნული იურისდიქციის ფუძემდებლურ პრინციპებზე და, როგორც ცნობილია, არ გულისხმობს სხვა ლოგიკას. მსჯელობა დაინტერესებულ პარტნიორებთან გრძელდება“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო უწყების განცხადებაში.