ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი 25 დღეა საჯაროდ არ გამოჩენილა. ჭორები ვრცელდება, ის შესაძლოა მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მან ხალხს მხოლოდ ორჯერ მიმართა ვიდეომიმართვით. ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, რადგან ხამენეი, როგორც წესი, მნიშვნელოვან რელიგიურ ცერემონიებს სისტემატიურად ესწრება.
როგორც Bild აღნიშნავს, ირანში სხვადასხვა ჭორები ვრცელდება, მაგალითად, რომ ის მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა.