ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკისთან საუბრით კმაყოფილია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრით კმაყოფილია. ტრამპის თქმით, ზელენსკისთან „კარგი დიალოგი ჰქონდა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს“.

გარდა ამისა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად ტრამპი აცხადებს, რომ აშშ უკრაინის დახმარებას გააგრძელებს.

„ჩვენ ვეხმარებოდით მათ და კვლავ განვაგრძობთ დახმარებას. სიტუაცია საკმაოდ რთულია. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები