“აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეგიონში შესაძლებლობების ახალ ფანჯარას გახსნის”- ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეგიონში შესაძლებლობების ახალ ფანჯარას გახსნის.

„მშვიდობა, რომელსაც დაამყარებენ სომხეთი და აზერბაიჯანი, რეგიონში კლიმატს შეცვლის. ამის წყალობით ჩვენ გავხდებით იმის მოწმე, რომ ერთი მეორეს მიყოლებით გაიხსნება ახალი ინსტორიული შესაძლებლობების ფანჯრები“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერმა ასევე ისაუბრა ე.წ. ზანგეზურის დერფნის პროექტის რეალიზაციაზე.

„მართალია, სომხეთი თავდაპირევლად ზანგეზურის დერეფნის წინააღმდეგ გამოდიოდა, ახლა ერევანი უფრო მოქნილ მიდგომას მისდევს ეკონომიკურ ინტეგრაციაში მონაწილეობის თვალსაზრისით. ზანგეზურის დერეფანი ახალ შესაძლებელობებს მოუტანს არა მხოლოდ აზერბაიჯანს, არამედ მთელ რეგიონს. ამ ხაზს განვიხილავთ, როგორც გეოეკონომიკურ რევოლუციას“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები