ბომბის შესახებ შეტყობინების გამო, კოსოვოს პარლამენტიდან დეპუტატებისა ევაკუაცია განხორციელდა

კოსოვოს პარლამენტის შენობიდან დეპუტატებისა და თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, პოლიციამ ევაკუაციის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უცნობმა მათ შენობაში ბომბის არსებობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პარლამენტში სწორედ ამ დროს უნდა განახლებულიყო სესია.

„გვითხრეს გამოვსულიყავით, რადგან არსებობს შესაძლო საფრთხე. ჩვენ არ ვიცით, რა ხდება“, – განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ კოსოვოს პარლამენტი უკვე 40-ზე მეტჯერ შეიკრიბა, თუმცა დეპუტატებმა თავმჯდომარე და მის მოადგილეები ამ დრომდე ვერ აირჩიეს. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანო ვერ იწყებს სრულფასოვან მუშაობას.

მსგავსი თემები