„შეერთებულმა შტატებმა უნდა გააცნობიეროს პუტინთან მოლაპარაკებების უშედეგობა”- პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ პუტინი  თავის “ბუნებრივ მდგომარეობაშია” და მასთან მოლაპარაკებები უშედეგოა.

„შეერთებულმა შტატებმა უნდა გააცნობიეროს პუტინთან მოლაპარაკებების უშედეგობა და გადამწყვეტი ზომები მიიღოს გლობალური ლიდერის როლის შესანარჩუნებლად. ხაზგასმით ვამბობ, რომ პუტინთან ნებისმიერი მოლაპარაკება უაზროა. პუტინის მიერ იმის განცდის გარეშე, რომ ჩიხშია და უნდა შეშინდეს- ამის გარეშე არაფერი მოხდება. პუტინი თავს უფლებამოსილად მიიჩნევს, გაანადგუროს საერთაშორისო სამართლებრივი მატრიცა, მოკლას ნებისმიერი რაოდენობის ადამიანი და არ აიღოს პასუხისმგებლობა“, – თქვა პოდოლიაკმა

მსგავსი თემები