საბა ბუაძემ “ლელოს” პოლიტსაბჭოსა და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია დატოვა

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა საბა ბუაძემ პარტიის პოლიტსაბჭო და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია დატოვა, თუმცა პარტიის წევრად რჩება. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი განმარტებით, არ ეთანხმება „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

“ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია და არ ვეთანხმები ასეთ ვითარებაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. ვთვლი, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ეწინააღმდეგება იმ გზას, რომელიც ყველამ ერთად ავირჩიეთ საპარლამენტო მანდატების დატოვების შემდეგ;

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წარმოუდგენლად მიმაჩნია რაიმე ფორმით ვიყო ამ მცდარი ნაბიჯის თანამონაწილე – მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია. ასევე ვტოვებ „ლელოს“ პოლიტსაბჭოს და რიგითი წევრის სტატუსით ვაგრძელებ საქმიანობას იქამდე, სანამ მამუკა და ბადრი არ გათავისუფლდებიან. ისინი რეჟიმს სწორედ მათი ბრძოლისთვის ჰყავს გამოკეტილი;

ბრძოლა იქნება ბოლომდე და ჩვენს უპირობო გამარჯვებამდე!“,- წერს ბუაძე.

არჩევნებში მონაწილეობის გამო „ლელოს“ ერთ-ერთი წევრი ტოვებს

მსგავსი თემები