სომხეთმა რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულ რუსეთის ელჩს, სერგეი კოპირკინს საპროტესტო ნოტა გადაეცა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.  მედიის თანახმად, ნოტაში მიზეზად დასახელებულია არამეგობრული, დეზინფორმაციული თავდასხმები ერევანზე, რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებიდან.

“გამოხატული იქნა მკაცრი პროტესტი რუსეთის ფედერაციის მასმედიაში ღიად არამეგობრული, ხშირად კი მტრული პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც მიმართულია სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ და აქტიურად ღვივდება ზოგიერთი ოფიციალური პირის, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატების, პრესისა და ექსპერტული წრის წარმომადგენლების განცხადებებით” – აცხადებს სომხეთის საგარეო უწყება.

მსგავსი თემები