უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ვორონეჟის რეგიონში მდებარე ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომს დაარტყეს. ჭურვების საწყობი და სასწავლო თვითმფრინავი განადგურდა. ინფორმაციას უკრაინის სამხედრო ძალები ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზარალი მიადგა კიდევ სხვა საჰაერო მოწყობილობებსაც.
ვორონეჟის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა, Telegram-ზე დაწერა, რომ ღამის განმავლობაში რეგიონში 25-ზე მეტი უკრაინული დრონი განადგურდა.