აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა – არიან დაშავებულები

ესპანეთის კუნძულ მალიორკას აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, დაშავდა 18 ადამიანი. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, სამაშველო და სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

დაშავებულებს მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდათ, მათგან ექვსი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები