თურქეთის იზმირის პროვინციაში ხანძარმა ასობით ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დატოვა. დამწვარია მილიონობით ხე და სერიოზულად დაზარალდა ათობით სოფელი. ხანძარი გავრცელდა ანტალიასა და სტამბოლის მიმდებარე ტერიტორიაზეც. სტიქიასთან ბრძოლა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
50 000-მდე ადამიანი ევაკუირებულია.