ტრამპმა თეთრი სახლის ეზოში UFC-ის ბრძოლების გამართვა დააანონსა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თეთრი სახლის ეზო UFC-ს 2026 წელს, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის თავზე უმასპინძლებს. ტრამპის თქმით, ღონისძიებას 25 ათასამდე ადამიანი დაესწრება.

„თეთრი სახლის ტერიტორიაზე ბევრი სივრცეა“ – აღნიშნა ტრამპმა, რომელიც UFC-ს აქტიური გულშემატკივარია და ბოლო პერიოდში რამდენიმე ღონისძიებას ორგანიზაციის პრეზიდენტთან, დანა უაითთან ერთად დაესწრო. ტრამპმა იდეა აიოვაში გააჟღერა, სადაც იმ ღონისძიებათა ნაწილი დაიწყო, რომლის კულმინაციაც 2026 წლის 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავზე შედგება.

„ჩვენი ეროვნული პარკები, ბრძოლის ველები და ისტორიული ადგილები სპეციალურ ღონისძიებებს უმასპინძლებენ. ვფიქრობ, თეთრი სახლის ტერიტორიაზეც გვექნება UFC-ს ბრძოლა, რომელსაც 20-25 000 ადამიანი დაესწრება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

 

მსგავსი თემები