ფშაველი- აბანო-ომალოს გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ფშაველი- აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. სოფელ ლეჩურიდან 23-25 კილომეტრზე გადაადგილება უკვე თავისუფალია.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის დაზიანებული მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა.

უამინდობის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ორი დღის წინ აიკრძალა.

მსგავსი თემები