ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ფაქტზე რუსეთის მოქალქე დააკავეს

სამართალდამცველებმა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე „დარიალის“ მონაკვეთზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს. უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელბარგის შემოწმების შედეგად, ფსიქოტროპული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დანაშაული 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები