ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიშინიოვში გამართულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირი მოლდოვის გვერდით დგას.
„როდესაც თქვენ ევროკავშირის გზაზე მიიწევთ წინ, ჩვენ ეს უფრო მეტად გვაახლოებთ. ეს კი ჩვენი 1.9 მილიარდი ევროს ოდენობის ზრდის გეგმის მიზანია. ეს არის ინვესტირება ინფრასტრუქტურაში, რომელიც გვაკავშირებს.
მიხარია, რომ კიშინიოვში დავბრუნდი ევროკავშირი-მოლდოვას პირველ სამიტზე. გასულ წელს მოლდოვას ხალხმა ხმა მისცა ევროკავშირში მათი მომავლის დაფუძნებას. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ, როდესაც ამ გზაზე წინ მიიწევთ, რადგან მოლდოვას წარმატება ევროპის წარმატებაა“, – განაცხადა ლაიენმა.