უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე „მსურველთა კოალიციის“ მორიგ სხდომას გამართავენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და საფრანგეთის პრეზიდენტი 10 ივლისს „მსურველთა კოალიციის“ მორიგ სხდომას გამართავენ.

ელისეის სასახლის ცნობით, ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი გამართავენ სხდომას უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე. ამ სხდომას ასევე დაესწრებიან სხვა ევროპული სახელმწიფოების ლიდერები, მათ შორის, გერმანიის კანცლერი და იტალიის პრემიერ-მინისტრი.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამიტის მონაწილეები ასევე განიხილავენ უკრაინაში სამხედრო ძალების გაგზავნის საკითხს, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება.

ისინი ასევე იმსჯელებენ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების გზებზე, რათა მოსკოვი წინაპირობების გარეშე ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს.

 

მსგავსი თემები