ზესტაფონში, დაავადებულ წაბლის კორომებში ლაბორატორიული კვლევები განხორციელდა

საქართველოში, საერთაშორისო ექსპერტი, დოქტორი ირინა მაციახი იმყოფება. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, გასვლითი შეხვედრა ზესტაფონში, სატყეო უბანში დაავადებული წაბლის კორომებში გაიმართა. გასული წლიდან ზესტაფონის სატყეო უბნის წაბლნარ კორომებში სატყეო-პათოლოგიური შესწავლა მიმდინარეობდა. განხორციელდა ლაბორატორიული კვლევებიც. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

ექსპერტმა კვლევების  შედეგები დღეს  ადგილობრივ მოსახლეობას, თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებს გააცნო.  შეხვედრაზე სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებსა და სატყეო სააგენტოს გეგმებზეც იმსჯელეს.

უწყების ცნობით, წაბლნარ კორომებში,  კვლევის შედეგებზე დაყრნობით, ეროვნულ სატყეო სააგენტოს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა აქვს. კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება, რაც გულისხმობს, როგორც დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდების გამოყენებას, ასევე, სანიტარულ ჭრებს,  ტყის აღდგენისა და ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ქმედებებს.

სააგენტოს განმარტებით, წაბლის (Castanea sativa Mill.)  ხმობის პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე, როგორც ევროპისთვის, ბევრ წელს ითვლის. ხმობის შემთხვევები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს გამოვლინდა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში.

მსგავსი თემები