ვინ არიან აფხაზეთში ჩასული გერმანელები და ავსტრიელები და რატომ უცხადებენ სეპარატისტებს თანადგომას!?

 „უკრაინაში ყველაფერი იაფია, განსაკუთრებულად კი ქალები“, – ეს ეს სიტყვები ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დამკვირვებლის სტატუსით ჩასულ, ბერლინის საკრებულოს წევრსა და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, წარმომადგენელს, გერმანელ გუნარ ლინდემანნს ეკუთვნის, რომელიც მამაკაცებს, უკრაინელი „იაფი ქალების“ ხიბლით უკრაინაში ჩასვლას ურჩევდა.

მას უკრაინაში ჩასვლა აკრძალული აქვს და სეპარატისტების მხარდამჭერია.

ვინ არიან ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით ჩასული გერმანელები და რა ინფორმაციას აქვეყნებს მათ შესახებ გერმანული მედია, აღნიშნულთან დაკავშირებით, „მედიაცენტრ მთავარს“ ექსკლუზიურად, მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის, გერმანიის, მაქს/პლანკის ინსტიტუტში პოსტსაბჭოური ქვეყნების კოორდინატორ/ექსპერტი კონფლიქტოლოგი, კრიმინოლოგი და საერთაშორისო მედიატორი ელიკო წიკლაური-ლამიხი ესაუბრა.

„ხდება ხოლმე, როდესაც უკიდურესი მემარჯვენეები და უკიდურესი მემარცხენეები გარკვეულ თემებთან დაკავშირებით, წრეზე ერთმანეთს კვეთენ და უნისონში მოდიან. სწორედ ასეთ პოლიტიკოსებსა  და შემთხვევასთან გვაქვს საქმე აფხაზეთში ჩატარებულს „საპრეზიდენტო არჩევნების“ ე.წ. ევროპელ დამკვირვებლებთან დაკავშირებით. თუ ცოტა ღრმად ჩავიხედავთ ამ პირების, დამკვირვებლების პოლიტიკურ წარსულში, ირკვევა რომ, თავისი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი როლი და ცნობადობა ძალიან უმნიშვნელოა თუ არა სკანდალური. ასეთ ინფორმაციას გვაწვდის, მაგალითისათვის, გერმანული მედია წყაროები, მათ შორის „დერ ტაგესშპიგელი“ (https://www.tagesspiegel.de/berlin/russlandpolitik-berliner-afd-abgeordneter-erhaelt-einreiseverbot-fuer-ukraine/24141776.html UPDATE 25.03.2019, 19:17 Uhr/)“ – უყვება ელიკო წიკლაური-ლამიხი „მედიაცენტრ მთავარს“.


აღნიშნული გამომცემლობის ჟურნალისტი რობერტ კიზელი წერს, რომ AfD (ახალი, ულტრა მემარჯენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“) რამოდენიმე წევრი, საკუთარ თავს აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი საბჭოთა კავშირის სპეციალისტებად მიიჩნევენ და ხშირად სტუმრობენ უკრაინის ოკუპირებულ ნაწილს. ისინი თანადგომასაც უცხადებენ სეპარატისტებს.

„სწორედ ასეთ ტანდემს წარმოადგენენ ლინდენმანნი და ანდრეას მაურერი. ამ ადამიანებს, კარგა ხანია, უკრაინის სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროს მიერ, აკრძალული აქვთ უკრაინაში შესვლა. ლინდემანნი რუსული პრესის ხშირი სტუმარია, რადგან გერმანიაში მან საკუთარი პარტიაც (AfD) კი თავისი რასისტული და სხვა ეროვნების ადამიანის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებებით, პოსტებით, არაერთგზის, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.  ერთ ერთი ასეთი მაგალითია, როდესაც მან თავის ტვიტერზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ უკრაინაში ყველაფერი იაფია, განსაკუთრებულად კი ქალები და ურჩევდა მამაკაცებს იქ ჩასვლას“ – ამბობს რესპონდენტი „მედიაცენტრ მთავართან“

საინტერესოა თუ რას წერს ეს “უმაღლესი პოლიტიკური კულტურის და ზნეობის პოლიტიკოსი“ აფხაზეთზე (/https://www.google.com/search?q=gunnar+lindemann+ukraine&tbm=isch&source=iu&ictx=1&fir=Id3bOyYuO33mtM%253A%252CeciL4tSCLJkLMM%252C_&vet=1&usg=AI4_-kT)

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. „დამკვირვებლის სტატუსით“ იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის წევრი შტეფან კოიტერიც, რომელიც, ასევე, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“წევრია, რომელიც სავარაუდოდ რუსეთიდან ფინანსდება. ეს პიროვნება  ამ პარტიის ულტრა-რადიკალურ ფრთას  წარმოადგენს.   

როგორც ელიკო წიკლაური-ლამიხი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, შტეფან კოეტერიც საკმაოდ სკანდალურად ცნობილი პიროვნებაა, რომელიც არ მალავს თავის სიმპათიებს ადოლფ ჰიტლერის მიმართ და უარყოფს საკონცენტრაციო ბანაკების არსებობას.


„მრავალი მედია წყარო ავრცელებს მის შესახებ ინფორმაციას, როდესაც, კოეტერს სასამართლოში უჩივლეს თავისი პროფაშისტური პაროლების გამო (https://www.stern.de/politik/deutschland/afd-abgeordneter-stefan-keuter—heil-hitler–im-bundestag–8732198.html) მსგავსი გამოვლინებები კი აკრძალულია გერმანიაში სისხლის სამართლის კანონმდებლობით.

ამ სახელოვან დამკვირვებელთა  ჯგუფის ავსტრიელი წევრი პატრიკ პოპელი გახლავთ ავსტრიის უკიდურესი მემარჯვენე განწყობის FPÖ პარტიის წევრი. არასამთავრობო ორგანიზაცია „სუვოროვის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი დ ხელმძღვანელი, იგი აღფრთოვანებულია ტრადიციული რუსული მილიტარისტული ჯგუფების კაზაკების ფილოსოფიით და რუსეთის მეფის დროს აღმოცენებული ხანჯლური ცეკვებით. მათ შესასწავლად და საპატივცემულოდ კი ე.წ. სუვოროვის საზოგადოება დააარსა, რომლის ხშირი სტუმარია დუგინი“ – აღნიშნა ელიკო წიკლაურ-ლამიხმა „მედიაცენტრ მთავართან“.

ოკუპირებულ აფხაზეთში, დამკვირვებლის სტატუსით ჩასულ გერმანელებთან დაკავშირებით განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა, რომელიც მხარს უჭერს  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

“გერმანიის ფედერალური მთავრობა მტკიცედ დგას საქართველოს გვერდში, მის სუვერენიტეტს და ტერიტორიული მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ისევე როგორც ჩვენი პარტნიორები ევროკავშირში. ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. “არჩევნების” არც კონსტიტუციურ და არც სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც 25 აგვისტოს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში აფხაზეთში გაიმართა. ჩვენ ამ “არჩევნებს” და მის შედეგებს უკანონოდ მივიჩნევთ”, – ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.

ე.წ. დამკვირვებლების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი გვერდები:
https://apps.derstandard.at/privacywall/story/2000042003825/sputnik-gudenus-identitaere-russisch-rechtes-rendezvous-in-wien;
https://www.parlament.gv.at/PAKT/VHG/BR/J-BR/J-BR_03487/fnameorig_691605.html

https://www.parlament.gv.at/PAKT/VHG/BR/J-BR/J-BR_03487/fnameorig_691605.html?fbclid=IwAR3oC8rXAVS3v5650G-21cswHqLoMaZTaf9LxoIEUOjxbn84VhhN_7Mencc

მსგავსი თემები