სენაკში სამგზავრო მატარებელი მანქანას შეეჯახა

ფოთი-თბილისის მატარებელი, რომელიც ფოთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, სენაკის სადგურში გაჩერებიდან რამდენიმე წუთში მანქანას შეეჯახა. მატარებელი ამ წუთებში გაჩერებულია შეჯახების ადგილას. მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და საპატრულო პოლიცია. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ მატარებლის ერთ-ერთი მგზავრი აწვდის ინფორმაციას, მსხვერპლი არ არის. როგორც გავარკვიეთ, მანქანის მძღოლი სენაკში მცხოვრები ქალია.

მსგავსი თემები