ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ის დარტყმის შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა

ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.

ქვეყნის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დარტყმის შედეგად ბირთვულ ობიექტებთან რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა. ამავე ცნობით, ქვეყნის სხვადასხვა ადგილას ისრაელის ცალკეული დარტყმების შედეგად სამი მაშველი დაიღუპა.

მსგავსი თემები