სტივ უიტკოფს ირანელებთან მოლაპარაკების უფლებამოსილება მიენიჭა

აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს ირანელებთან მოლაპარაკების უფლებამოსილება მიენიჭა. ამის შესახებ Wall Street Journal-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ტრამპი ცდილობს შეინარჩუნოს რაიმე სახის დიპლომატიური შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა, რამაც შეიძლება რეგიონში ვითარება დაამშვიდოს.

WSJ-ის ცნობით, ტრამპმა ოპერაციის განხორციელების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ირანმა არაერთგზის უარყო მისი მოთხოვნა ურანის გამდიდრების შეჩერების თაობაზე. ხოლო ისრაელმა საამისოდ მოამზადა საფუძველი ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურასა და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე შეტევით 10 დღის განმავლობაში.

 

მსგავსი თემები