“აიათოლა ალი ხამენეი ბუნკერში იმალება და მემკვიდრეებს ირჩევს”- The New York Times

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, რომელიც ისრაელის საჰაერო დარტყმებს ბუნკერში ემალება, მისი სიკვდილის შემთხვევაში, შემცვლელად სამი მაღალი რანგის სასულიერო პირი შეარჩია. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

ამჟამად, ირანის უზენაესი ლიდერი თავის მეთაურებთან თავისი სანდო თანაშემწის მეშვეობით ურთიერთობს და ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება შეწყვიტა, რათა შეუძლებელი იყოს მისი კვალის მიგნება, განუცხადეს NYT-ს სამმა ირანელმა ჩინოვნიკმა.

 

მსგავსი თემები