“ირანის ბირთვული პროგრამა მნიშვნელოვნად დავხიეთ უკან”- აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით,  აშშ-ის საჰაერო დარტყმებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ირანის ბირთვული პროგრამა.

„არ მინდა მგრძნობიარე სადაზვერვო მონაცემებში შევიდე, მაგრამ ვიცით, რომ გუშინ ღამით ირანის ბირთვული პროგრამა მნიშვნელოვნად დავხიეთ უკან, წლებით, თუ მეტით“ – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები ირანთან ომში არ არის.

„ჩვენ არ ვართ ომში ირანთან – ჩვენ ვართ ომში ირანის ბირთვულ პროგრამასთან. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა გუშინ ღამით გადამწყვეტი ზომები მიიღო ამ პროგრამის გასანადგურებლად“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმ

მსგავსი თემები