ჩინეთი გმობს ბირთვული იარაღების დაბომბვას

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ირანზე განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა განცხადებას აკეთებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების განხორციელებით, საერთაშორისო სამართალი და გაერო-ს ქარტია დაარღვია.

„ჩინეთი მკაცრად გმობს ირანზე აშშ-ის თავდასხმებს და ბირთვული ობიექტების დაბომბვას, რომლებიც ატომური ენერგიის სააგენტოს გარანტიების ქვეშ იმყოფებიან. აშშ-ის ქმედებები სერიოზულად არღვევს გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის მიზნებსა და პრინციპებს და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობას ამწვავებს. ჩინეთი მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს, კერძოდ, ისრაელს, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას, უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება და დაიწყონ დიალოგი და მოლაპარაკებები“, – აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო უწყების განმარტებით, ჩინეთი მზადაა ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან იმისთვის, რომ გააერთიანონ ძალისხმევა, დაიცვან სამართლიანობა და იმუშაონ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად.

China strongly condemns the U.S. attacks on Iran and bombing of nuclear facilities under the safeguards of the International Atomic Energy Agency, a Chinese foreign ministry spokesperson said.

The spokesperson made the remarks when asked to comment on U.S. President Donald Trump’s announcement that the United States carried out strikes on three nuclear facilities in Iran.

The actions of the United States seriously violated the purposes and principles of the UN Charter and international law, and have exacerbated tensions in the Middle East, the spokesperson said.

China calls on the parties to the conflict, Israel in particular, to reach a ceasefire as soon as possible, ensure the safety of civilians, and start dialogue and negotiation, the spokesperson said.

China stands ready to work with the international community to pool efforts together and uphold justice, and work for restoring peace and stability in the Middle East, the spokesperson said.

 

მსგავსი თემები