„შეაჩერეთ ომის ტრაგედია“- პაპი

რომის პაპმა ლეო XIV-მ  საკვირაო წირვაზე განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იბრძოლოს ომის თავიდან ასაცილებლად, კონფლიქტი კი დიპლომატიამ ჩაანაცვლოს.

„საერთაშორისო საზოგადოების თითოეულ წევრს აქვს მორალური პასუხისმგებლობა, შეაჩეროს ომის ტრაგედია, სანამ ის გამოუსწორებელ უფსკრულად გადაიქცევა“ – აღნიშნა მან.

მისი სიტყვებით, ვერცერთი შეიარაღებული გამარჯვება ვერ აანაზღაურებს დედების ტკივილს, ბავშვების შიშს, მოპარულ მომავალს. ამიტომ:

”დაე, დიპლომატიამ გააჩუმოს იარაღი, ერებმა კი მშვიდობისკენ ძალისხმევით დასახონ საკუთარი მომავალი და არა ძალადობითა და სისხლიანი კონფლიქტებით” – დასძინა პაპმა.

მსგავსი თემები