ირანმა ისრაელზე თავდასხმისთვის მესამე თაობის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა

ირანმა ისრაელზე თავდასხმისთვის პირველად გამოიყენა მესამე თაობის მრავალქობინიანი „ხეიბარ შეკანის“ ბალისტიკური რაკეტა. როგორც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში აცხადებენ, რაკეტამ წარმატებით მიაღწია დასახულ მიზნებს.

ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის მეოცე ტალღა რამდენიმე საათში განხორციელდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში მდებარე სამ ირანულ ბირთვულ ობიექტს დაარტყა. ირანში აცხადებენ, რომ ისრაელის სტრატეგიული სამიზნეების მიმართულებით სულ 40 მყარი და თხევადი საწვავით მომუშავე რაკეტა გაუშვეს.

ირანული მედიის თანახმად, რაკეტები იყენებდნენ მანევრირებად ქობინებს, რომლებსაც შეეძლოთ დაშვების დროს ტრაექტორიის რეგულირება, დარტყმამდე ორიენტირების შენარჩუნება და მრავალი მაღალფეთქებადი, ძლიერ დამანგრეველი ტვირთის გადატანა.

მსგავსი თემები